

გორის მუნიციპალიტეტის კულტურისა და ტურიზმის განვითარების ხელშეწყობის სააგენტოს ტურიზმის განყოფილებამ ახალი სტატისტიკა გამოაქვეყნა. წყაროს ცნობით, გასული ერთი თვის განმავლობაში, გორის მუნიციპალიტეტს 37 582 ვიზიტორი ეწვია. რაც შეეხება 2022 წლის იანვრიდან დღემდე არსებულ სტატისტიკას, ჯამში, გასული ექვსი თვის განმავლობაში, გორის მუნიციპალიტეტს 97 139 დამთვალიერებელი სტუმრობდა, აქედან 81 310 - უცხოელი.
„გორის მუნიციპალიტეტში არსებული ტურისტული ობიექტების მონახულების სტატისტიკა კონკრეტული თვეების მიხედვით ასე გამოიყურება: იანვარში - 4 968 ვიზიტორი, თებერვალი - 4457, მარტი - 6 674, აპრილში - 12 765, მაისში - 30 693, ივნისში კი, 37 582 დამთვალიერებელი. უნდა აღინიშნოს, რომ შემოსული სტუმრებიდან ადგილობრივი მხოლოდ 15 829 პირი გახლდათ,“ - ნათქვამია ტურიზმის განყოფილების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონული ბიურო იმუნიზაციის კვირეულს წელს 19-26 აპრილს აღნიშნავს.
დიასპორისთვის ქართული ენის დისტანციური სწავლების პროგრამა მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ ხორციელდება
2016 წლის რიო-დე ჟანეიროს ოლიმპიური თამაშების, ევროპის სამგზის და მსოფლიოს ჩემპიონმა, გორელმა ვლადიმერ ხინჩეგაშვილმა, ამერიკული პროფესიული ჭიდაობის ორგანიზაცია RAF-ში (Real American Freestyle) მეორე ბრძოლა ჩაატარა და პირველი გამარჯვება მოიპოვა.