

გორში, კომბინატის დასახლების ტერიტორიაზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებული 10 წლის გოგონას ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია. GMnews-ისთვის ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ ი. ციციშვილის სახელობის ბავშვთა კლინიკაში ჩატარებული ნეიროქირურგიული ოპერაციის შემდგომ, პაციენტი სედაცია-ანალგეზიის მდგომარეობიდან გამოვიდა და კონტაქტურია. გოგონა კვლავ რეანიმაციულ განყოფილებაში რჩება და მკურნალობას აგრძელებს.
ავარია 23 დეკემბერს, შუადღით მოხდა, გოგონას, რომელიც მე-10 საჯარო სკოლიდან შინ ბრუნდებოდა, საავტომობილო გზაზე გადასვლისას მიკროავტობუსი დაეჯახა.
ჰაერის ტემპერატურა გორში 14-15 გრადუსია მოსალოდნელი, მუნიციპალიტეტის მაღალი ზონის სოფლებში კი - 9 გრადუსი