

თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო მაგისტრალის გორი-ქარელის მონაკვეთზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ერთი ადამიანი გარდაიცვალა და ხუთი დაშავდა. დაშავებულები, სასწრაფო დახმარების ჯგუფებმა, გორისა და ქარელის საავადმყოფოებში გადაიყვანეს.
ექიმების განცხადებით, დაზიანებები სხვადასხვა სიმძიმისაა და ავარიის შედეგად დაშავებულ პაციენტებს დამატებითი კვლევები უტარდებათ. ორი მათგანი მოთავსებულია „გორმედის“ ქსელის ქარელის საავადმყოფოში, სამი კი - გორის საუნივერსიტეტო კლინიკაში.
შემთხვევა ცოტა ხნის წინ მოხდა, ერთმანეთს ორი სატრანსპორტო საშუალება შეეჯახა, რამაც ხანძარი გამოიწვია. სატრანსპორტო საშუალებებში მყოფების გარდა, დაშავებულია ავტობანზე მყოფი ერთ-ერთი ქვეითიც.
287 ოქროს და 20 ვერცხლის მედალი გაიცემა საჯარო სკოლებში, რაც შეეხება კერძო სკოლებს, 22 კურსდამთავრებული ოქროს მედალს, 3 კი ვერცხლის მედალს აიღებს