

ცენტრალური საავტომობილო მაგისტრალის გორი-ქარელის მონაკვეთზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, ამ წუთებში, ორი სატრანსპორტო საშუალება იწვის.
შემთხვევა რამდენიმე წუთის წინ მოხდა. ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, ავტომობილების შეჯახების დროს ერთ-ერთი ქვეთითიც დაშავდა.
შემთხვევის ადგილზე იმყოფება საპატრულო პოლიცია, გამოძახებულია სასწრაფო დახმარების ჯგუფები. ხანძრის გამო ავტობანის აღნიშნულ მონაკვეთზე შეფერხებულია მოძრაობა.
მსხვერპლის შესახებ დაზუსტებული ინფორმაცია, ჯერჯერობით არ ვრცელდება.
ჰაერის ტემპერატურა გორში 14-15 გრადუსია მოსალოდნელი, მუნიციპალიტეტის მაღალი ზონის სოფლებში კი - 9 გრადუსი