

კასპის ცენტრში დღეს მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, 80 წელს გადაცილებული ქალი გარდაიცვალა. კასპის მუნიციპალიტეტის კეთილმოწყობის სააგენტოს დასუფთავების სამსახურის მანქანა მოხუცს დაეჯახა, შემთხვევის შედეგად 83 წლის ქალი ადგილზე გარდაიცვალა.
თვითმხილველთა თქმით, შემთხვევა იმ დროს მოხდა, როცა სპეცმანქანა ნარჩენების ურნას ცლიდა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარ ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.
287 ოქროს და 20 ვერცხლის მედალი გაიცემა საჯარო სკოლებში, რაც შეეხება კერძო სკოლებს, 22 კურსდამთავრებული ოქროს მედალს, 3 კი ვერცხლის მედალს აიღებს