საზოგადოება
20.12.2019 16:45
საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე ვაჟა გაფრინდაშვილისთვის პატიმრობის შეფარდებას ეხმაურება

დე ფაქტო რეჟიმის ე.წ. სასამართლოს მიერ, დღეს მიღებულ გადაწყვეტილებას, ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილისთვის პატიმრობის შეფარდების შესახებ, საქართველოს ადვოკტთა ასოციაციის თავმჯდომარე, დავით ასათიანი სოციალურ ქსელ facebook-ში გამოეხმაურა.

„ცხინვალის რეჟიმმა ვაჟა გაფრინდაშვილი დასაჯა თავისი პრინციპული და პატრიოტული პოზიციისათვის - 1 წელი და 9 თვე, ექიმის გათავისუფლებისათვის ბრძოლა გრძელდება“, - წერს ასათიანი facebook-ზე.

დე ფაქტო ხელისუფლებამ, ვაჟა გაფრინდაშვილს ე.წ. სახელმწიფო საზღვრის განზრახ დარღვევის ბრალდება რუსეთის სისხლის სამართლის კოდექსის 322-ე მუხლით წაუყენა, რომელიც 200 000 რუბლით დაჯარიმებას, ორ წლამდე იძულებით სამუშაოებს, ან ორ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. დღეს კი, ცხინვალის დე ფაქტო სასამართლოს გადაწყვეტილებით, ექიმ-ტრავმატოლოგს 1 წლით და 9 თვით პატიმრობა შეეფარდა.

კვირის ამბები