

ცენტრალური საავტომობილო მაგისტრალის გორის მონაკვეთზე, გვირაბთან, დასავლეთ საქართველოს მიმართულებით მოძრავი მსუბუქი ავტომანქანა გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და ავტობანის პერიმეტრზე არსებულ სანიაღვრე არხში ჩავარდა. ავარიის დროს, ავტომობილში ახალგაზრდა ქალი (მძღოლი) და ორი მცირეწლოვანი ბავშვი იმყოფებოდა.
შემთხვევის შედეგად, დედამ და შვილებმა ზედაპირული დაზიანებები მიიღეს, სამივე მათგანის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.
მომხდარ ფაქტზე მიმდინარეობს გამოძიება.
287 ოქროს და 20 ვერცხლის მედალი გაიცემა საჯარო სკოლებში, რაც შეეხება კერძო სკოლებს, 22 კურსდამთავრებული ოქროს მედალს, 3 კი ვერცხლის მედალს აიღებს