გორის მეშვიდე საჯარო სკოლა ფიზიკური აღზრდისა და სპორტის მასწავლებელს ეძებს - შესაბამისი ვაკანსია მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ოფიციალურ ვებ გვერდზე უკვე გამოქვეყნდა.
კანდიდატს მეცადინეობების ჩატარება III-IV კლასებში მოეთხოვება. სამუშაო დატვირთვა ასეთი გახლავთ: 15 საათი კვირაში, სავარაუდო ანაზღაურება კი - 398-457 ლარია.
სამუშაოს დაწყების თარიღად 2020 წლის 15 იანვარია მითითებული, თუმცა, მსურველებმა განაცხადები 2020 წლის 3 იანვრის ჩათვლით უნდა შეავსონ.