

ცოტა ხნის წინ, გორში, კომბინატის დასახლების ტერიტორიაზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. ავარიის შედეგად დაშავებული ქალის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა.
მშვიდობის გამზირზე, სოფელ ტინისხიდის ხიდის სიახლოვეს მოძრავი ავტომანქანა ქვეითს დაეჯახა. დაშავებული 50 წლამდე ასაკის ქალი კლინიკა ,,გორმედში“ გადაიყვანეს.
როგორც ,,გორმედის“ გადაუდებელი დახმარების დეპარტამენტში აცხადებენ, პაციენტი პოლიტრავმიტაა შეყვანილი, მისი მდგომარეობა მძიმეა და ესაჭიროება გადაუდებელი ქირურგიული ოპერაცია.
შემთხვევის ადგილზე სამართალდამცავები მუშაობენ, მძღოლი იდენტიფიცირებულია.
287 ოქროს და 20 ვერცხლის მედალი გაიცემა საჯარო სკოლებში, რაც შეეხება კერძო სკოლებს, 22 კურსდამთავრებული ოქროს მედალს, 3 კი ვერცხლის მედალს აიღებს