

სოფელ ქვახვრელთან, მდინარე მტკვარში, ცხედრის პოვნის ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე ან თვითმკვლელობის ცდამდე მიყვანას გულისხმობს (მსხვერპლისადმი მუქარით ან სასტიკი მოპყრობით ანდა მისი პატივის ან ღირსების სისტემატური დამცირებით), - ამის შესახებ ,,გორის მაცნეს“ შიმაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს.
რაც შეეხება გარდაცვლილის ვინაობას, ცხედრის იდენტიფიცირება ჯერჯერობით ვერ მოხერხდა.
შეგახსენებთ, სოფელ ქვახვრელთან, უფლისციხის მუზეუმ-ნაკრძალის მიმართულებით არსებულ საავტომობილო ხიდთან, მტკვარმა მამაკაცის ცხედარი გამორიყა.
287 ოქროს და 20 ვერცხლის მედალი გაიცემა საჯარო სკოლებში, რაც შეეხება კერძო სკოლებს, 22 კურსდამთავრებული ოქროს მედალს, 3 კი ვერცხლის მედალს აიღებს