

საავტომობილო მაგისტრალის გორი-იგოეთის მონაკვეთზე, იგოეთის სიახლოვეს მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ორი ადამიანი გარდაიცვალა სამი კი დაშავდა. დაშავებულები სასწრაფო დახმარების ჯგუფებმა საავადმყოფოში გადაიყვანეს.
ავარიისას ერთმანეთს მაგისტრალზე მოძრავი ორი ავტომობილი შეეჯახა.
შემთხვევის ადგილზე შსს-ს საპატრულო პოლიციის და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ჯგუფები მუშაობენ.
ჰაერის ტემპერატურა გორში 14-15 გრადუსია მოსალოდნელი, მუნიციპალიტეტის მაღალი ზონის სოფლებში კი - 9 გრადუსი