სხვადასხვა მედიასაშუალების, საზოგადოების და პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებმა გორის ცენტრალურ მოედანზე მდუმარე აქცია გამართეს.
შეკრებილებმა აქციით „ტვ პირველის“ ოპერატორის გარდაცვალების გამო ლექსო ლაშქარავას ოჯახის და ახლობლების მიმართ სამძიმარი გამოხატეს და ამავდროულად, 5 ივლისს, აქციაზე დაშავებულ ჟურნალისტებს, ფოტორეპორტიორებსა და ოპერატორებს სოლიდარობა გამოუცხადეს.