საზოგადოება
03.10.2026 20:04
გორში სახალხო დღესასწაული „გორის დღე 2026“ აღინიშნა
გორში ტრადიციული სახალხო დღესასწაული „გორის დღე 2026“ აღინიშნა. დღესასწაული სხვადასხვა სახის კულტურულ, საგანმანათლებლო და სპორტულ სანახაობას თუ აქტივობას მოიცავდა.

„ლომჭაბუკის“ ძეგლის მიმდებარე სკვერში მოეწყო გორის ეთნოგრაფიული მუზეუმისა და საგანმანათლებლო დაწესებულებების გამოფენა, ადგილობრივი მეწარმეების პროდუქციის და ხელოვანების ნამუშევრების გამოფენა-გაყიდვა, კვების ობიექტები და სოფლების კუთხეები, საბავშვო გასართობი სივრცეები (სახის მოხატვა), ატრაქციონები, სპორტული აქტივობები. ასევე, გაიმართა თოჯინების თეატრი - „ჯადოსნური ტყის საიდუმლო“ და ანიმაციური ფილმების ჩვენება.

ჩატარდა კონცერტი ადგილობრივი შემსრულებლების მონაწილეობით, მოეწყო გორის ეთნოგრაფიული მუზეუმის და საგანმანათლებლო დაწესებულებების გამოფენა, ადგილობრივი მეწარმეების პროდუქციის და ხელოვანების ნამუშევრების გამოფენა-გაყიდვა, კვების ობიექტები და სოფლების კუთხეები, საბავშვო გასართობი სივრცეები (სახის მოხატვა), ატრაქციონები, სპორტული აქტივობები. ასევე, გაიმართა თოჯინების თეატრი - „ჯადოსნური ტყის საიდუმლო“.
გორის თეატრში, ამ წუთებში, მიმდინარეობს სულხან ცინცაძის სახელობის სამუსიკო კოლეჯის გოგონათა გუნდის საიუბილეო კონცერტი და გორის საპატიო მოქალაქეების დაჯილდოება. ადგილობრივი ბენდი - „Soft Wave“-ის კონცერტიც.

სახალხო დღესასწაული მოსახლეობას შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულმა სიმონ გულედანმა, გორის მუნიციპალიტეტის მერმა კონსტანტინე ბუზალაძემ, საკრებულოს თავმჯდომარემ მარლენ ნადირაძემ და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა მიულოცეს.

„დღეს გორის მუნიციპალიტეტში აღვნიშნეთ გორის დღეები. მინდა, თითოეულ გორელს ქალაქის დღესასწაული მივულოცო. გორის ციხის მიმდებარე ტერიტორიაზე შეიკრიბნენ გორელი მეწარმეები და საკუთარი პროდუქცია წარმადგინეს. ჩატარდა ადგილობრივი შემსრულებლების კონცერტიც“, - „გორის მაცნესთან“ აღნიშნა კონსტანტინე ბუზალაძემ.

სიმონ გულედანმა ღონისძიების ორგანიზატორებს და მონაწილეებს მადლობა გადაუხადა.
„დღეს გორში ტრადიციულად აღინიშნა გორის დღესასწაული. მინდა, თითოეულ გორელს დღევანდელი დღე მივულოცო. დღევანდელი დღე გვაძლევს შესაძლებლობას, თითოეულ გორელს მოვეფეროთ. ჩვენთვის მნიშვნელოვანია ასეთი დღესასწაულების მოწყობა, რადგან მოსახლეობას შესაძლებლობა აქვს, საკუთარი პროდუქცია წარადგინოს. პატარებისთვის მოეწყო სხვადასხვა გასართობი აქტივობა. მადლობა მინდა გადავუხადო თითოოეულ ადამიანს, რომელიც აქტიურად მონაწილეობდა დღევანდელი დღის ორგანიზებაში და კიდევ ერთხელ მინდა მივულოცო დღევანდელი დღე“, - განაცხადა სიმონ გულედანმა.

სახალხო დღესასწაულს გალა-კონცერტი დაასრულებს: „ლომჭაბუკის“ ძეგლის მიმდებარედ, 20:00 საათიდან მაყურებლის განწყობაზე ჯგუფი ¼ და ლინდა ადამია, ასევე დიჯეი გიგა პაპასკირი იზრუნებს.
კვირის ამბები