

გორის მუნიციპალიტეტის სოფლებში - ძევერასა და შერთულში სარეკრეაციო სივრცეების მოწყობა დასრულდა.
რეაბილიტირებული სკვერი ძევერაში მუნიციპალიტეტის მერმა, კონსტანტინე თავზარაშვილმა მოინახულა.
როგორც ადგილობრივ თვითმმართველობაში აღნიშნავენ, სკვერი სამოქალაქო ბიუჯეტის ფარგლებში მოეწყო. პროექტის მიხედვით დამონტაჟდა საბავშვო ატრაქციონები, დაიდგა ნაგვის ურნები და დეკორატიული სკამები, დაიგო ფილები და დამონტაჟდა ლამპიონები. ამავე სკვერში, სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში მოეწყო სპორტული სივრცეც, დამონტაჟდა ტრენაჟორები, სადაც ახალგაზრდები და მოზარდები აქტიურად ვარჯიშობენ.
ძევერის მსგავსად, სკვერის კეთილმოწყობისა და ატრაქციონების მონტაჟის სამუშაოები დასრულდა სოფელ შერთულშიც.
GMnews- ის ინფორმაციით, ორივე სოფელში მიმდინარე სამუშაობის ღირებულებამ 76 320 ლარი შეადგინა.
287 ოქროს და 20 ვერცხლის მედალი გაიცემა საჯარო სკოლებში, რაც შეეხება კერძო სკოლებს, 22 კურსდამთავრებული ოქროს მედალს, 3 კი ვერცხლის მედალს აიღებს