საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრად მიხეილ ჩხენკელი დაინიშნა ბრძანებას მთავრობის ხელმძღვანელმა, გიორგი გახარიამ ხელი უკვე მოაწერა.
მიხეილ ჩხენკელი 20 წლის განმავლობაში ასწავლიდა აშშ-ის წამყვან უნივერსიტეტებში. მას მიღებული აქვს მრავალი ჯილდო სამეცნიერო და პედაგოგიური მოღვაწეობისთვის, მათ შორის - საპროფესორო ოსკარი და პენსილვანიის უნივერსიტეტის 9 ჯილდო საუკეთესო სწავლებისთვის.
2016 წლის პირველ ნოემბერს მიხეილ ჩხენკელი ი. ჯავახიშვილის სახელობის თსუ-ის პრორექტორად დაინიშნა. 2017 წელის ნოემბრიდან, 2018 წლის ივლისამდე კი, განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პოსტს იკავებდა.
7-დან 12 სექტემბრის ჩათვლით, ჰაერის ტემპერატურა +20 გრადუსამდე დაიკლებს, მოსალოდნელია პერიოდულად წვიმა და ელჭექი