საზოგადოება
28.10.2026 15:12
გორის „გორი“ მომდევნო საფეხბურთო მატჩში „არაგვს“ დაუპირისპირდება
გორის საფეხბურთო კლუბი „გორი“ დუშეთის „არაგვს“ დაუპირისპირდება.

კრისტალბეთ ეროვნული ლიგა 2-ის ოცდამეთერთმეტე ტურის მატჩი 31 ოქტომბერს ჩატარდება. შეხვედრა 18:00 საათზე დაიწყება და თენგიზ ბურჯანაძის სახელობის გორის ცენტრალური სტადიონი უმასპინძლებს.

გასული ტურის თამაში გორის გუნდმა „სამტრედიის“ წინააღმდეგ გამართა დაანგარიშით 1:0 დაამარცხა.

ცნობისთვის, ამჟამად „გორი“ სატურნირო ცხრილში 33 ქულით მეცხრე პოზიციაზეა.
კვირის ამბები