საზოგადოება
28.10.2026 15:10
გორის №7 საჯარო სკოლაში ექიმის ვაკანსიაა
სსიპ - ზაზა ბირთველიშვილის სახელობის ქალაქ გორის №7 საჯარო სკოლაში ექიმის ვაკანსიაა, რომელიც კვირაში 40-საათიან სამუშაო გრაფიკს გულისხმობს.

დამსაქმებლის ინფორმაცით, კანდიდატს უნდა ჰქონდეს სამედიცინო განათლება, ასევე დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის უფლების დამადასტურებელი სახელმწიფო სერტიფიკატი რომელიმე შემდეგ სპეციალობაში: პედიატრია; საოჯახო მედიცინა; ზოგადი პროფილის ექიმი პედიატრი. გარდა ამისა, ჰქონდეს მინიმუმ ერთწლიანი სამუშაო გამოცდილება და ფლობდეს საოფისე კომპიუტერულ პროგრამებს სამომხმარებლო დონეზე.

ვაკანტური ადგილის დასაკავებლად, კანდიდატმა დამსაქმებელთან უნდა წარადგინოს შემდეგი დოკუმენტაცია: საექიმო სპეციალობაში/სპეციალობებში სახელმწიფო სერტიფიკატის ასლ(ებ)ი; უმაღლესი სამედიცინო განათლების დამადასურებელი დოკუმენტი; სამუშაო გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტი; პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტების ასლი; ავტობიოგრაფია/CV (მისამართი, ელ. ფოსტისა და საკონტაქტო ტელეფონის მითითებით); დოკუმენტები, რომლებიც ადასტურებენ კანდიდატის უწყვეტი პროფესიული განვითარების სისტემაში მონაწილეობას (ასეთის არსებობის შემთხვევაში).

გამოცხადებულ პოზიციაზე სავარაუდო ანაზღაურება 960 ლარია. დაინტერესებულმა პირმა განაცხადი ელექტრონულად - www. pedagogi. ge (teacherjobs. ge)-ზე, 4 ნოემბრის ჩათვლით უნდა გაგზავნოს. სამუშაოს დაწყების თარიღად 9 ნოემბერია მითითებული.
კვირის ამბები