28.10.2026 15:10
„იაკობობა 2026“ - 31 ოქტომბერს ვარიანი სახალხო დღესასწაულს უმასპინძლებს
სახალხო დღესასწაული - „იაკობობა 2026“, 31 ოქტომბერს, იაკობ გოგებაშვილის მშობლიურ სოფელ ვარიანში აღინიშნება.
ადგილობრივი თვითმმართველობის ინფორმაციით, ტრადიციული დღესასწაული საზოგადო მოღვაწისა და მწერლის სახლ-მუზეუმის მიმდებარე ტერიტორიაზე ჩატარდება და სხვადასხვა სახის ღონისძიებები 13:00 საათიდან გაიმართება.
რაც შეეხება აქტივობებს, სტუმრები მოსწავლეებისა და ადგილობრივი შემსრულებლების შემოქმედებას მოუსმენენ, დაათვალიერებენ ფაცხებს საშემოდგომო ნობათით და გაეცნობიან დედაენის თემატიკის გათვალისწინებით მოწყობილ საჯარო სკოლების კუთხეებს.
ტრადიციული დღესასწაული - „იაკობობა“1971 წელს დაწესდა და წელს 56-ედ აღინიშნება.
დაგეგმილი ღონისძიებები გორის მერიის მხარდაჭერით და საგანმანათლებლო რესურცენტრის ჩართულობით გაიმართება.
საბავშვო მწერალი, პედაგოგი, მეცნიერული პედაგოგიკის ფუძემდებელი საქართველოში, პუბლიცისტი, საზოგადო მოღვაწე და „დედა ენის“ ავტორი იაკობ გოგებაშვილი 1840 წლის 27 ოქტომბერს ვარიანში დაიბადა. წელს მწერლის დაბადებიდან 186-ე წლისთავი აღინიშნება.