ყველაფერი
28.10.2026 10:43
28 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი

28 ოქტომბერს, დღის მეორე ნახევარში, მთვარე კირჩხიბის ნიშანში გადადის. რაც ემოციურ თავშეკავებას მოითხოვს, ამიტომ მოერიდეთ წყენას, ეჭვებს და კონფლიქტებს.

28 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზით, დღე ყველაზე წარმატებული კირჩხიბის, კუროსა და მორიელის ნიშნებისთვის იქნება.

ვერძი

დღის პირველი ნახევარი დაუთმეთ წერილების, ზარების და დოკუმენტების მოწესრიგებას. საღამოს კი ტემპის შენელება და დროის სიმშვიდესა და შინაურ მყუდროებაში გატარება მოგინდებათ.

კურო

დილა საუკეთესოა ფინანსური გეგმების და საყიდლების სიის გადახედვისთვის. საღამოს ახლობლებთან გულწრფელი და თბილი საუბარი გელით, რაც ძალიან გაგახარებთ.

ტყუპები

დღის პირველ ნახევარში გამოიყენეთ ენერგია გონებრივი და დაუსრულებელი საქმეების დასასრულებლად. საღამოს მეტი ყურადღება მიაქციეთ ბიუჯეტს და პირად რესურსებს.

კირჩხიბი

დღის მეორე ნახევარში მთვარე თქვენს ნიშანში გადმოდის და ინტუიცია საგრძნობლად გაგიმძაფრდებათ. თუმცა, ემოციურად ფრთხილად იყავით, მოერიდეთ გადამეტებულ ეჭვიანობას და წყენას.

ლომი

დილის საათები იდეალურია თანამოაზრეებთან კონტაქტის და კომუნიკაციისთვის. საღამო კი განმარტოებას, ხმაურიანი გარემოსგან განტვირთვას და დასვენებას დაუთმეთ.

ქალწული

სამსახურებრივ საკითხებში დილიდანვე მოქნილობა და დიპლომატია გამოიჩინეთ. საღამოს კი დიდი ხნის ნანატრი დასვენება გელით მეგობრების ან ოჯახის წევრების გარემოცვაში.

სასწორი

დილა კარგია ახალი ინფორმაციის მისაღებად, სწავლის თუ მოკლე მგზავრობისთვის. საღამოს კი ყურადღება კარიერულ ვალდებულებებსა და ოჯახურ პასუხისმგებლობებზე გადაიტანეთ.

მორიელი

დღის პირველ ნახევარში მოაგვარეთ ფინანსური ვალდებულებები. საღამოს თქვენი ინტუიცია პიკს მიაღწევს, პირად ურთიერთობებში კი სრული ჰარმონია დაისადგურებს.

მშვილდოსანი

პარტნიორული ურთიერთობები დღეს განსაკუთრებულ სიფრთხილეს მოითხოვს. მოერიდეთ კამათს, რადგან პატარა უთანხმოებაც კი შეიძლება დიდ კონფლიქტში გადაიზარდოს.

თხის რქა

დილას ყოველდღიურ საქმეებში წესრიგი დაამყარეთ. საღამო პარტნიორთან ან ოჯახის წევრებთან ერთად გაატარეთ, ერთობლივი ვახშამი დღის დაძაბულობას სრულად მოგიხსნით.

მერწყული

დღის პირველ ნახევარში შემოქმედებითი აღმაფრენა და საინტერესო იდეები გეწვევათ. საღამოს კი ყურადღება საკუთარ ჯანმრთელობას, დასვენებას და ძილის რეჟიმს დაუთმეთ.

თევზები

დილა ხელსაყრელია საოჯახო საყიდლების და უძრავი ქონების საკითხების მოსაგვარებლად. საღამოს კი რომანტიკული განწყობა, ღრმა გრძნობები და ახალი შთაგონება გელით.

 

კვირის ამბები