დავით ყიფიანის სახელობის საქართველოს თასის ნახევარფინალში გორის „დილა“ „დინამო ბათუმს“ დაუპირისპირდება.
საფეხბურთო მატჩი ხვალ, 28 ოქტომბერს, 20:00 საათზე დაიწყება. შეხვედრას ბათუმი უმასპინძლებს.
ცნობისთვის, საქართველოს თასის მეოთხედფინალურ ეტაპზე გორის „დილა“ წყალტუბოს „სამგურალს“ დაუპირისპირდა და ანგარიშით 2:1 დაამარცხა.