სპორტი
27.10.2026 16:44
სასკოლო სპორტული ოლიმპიადის ფარგლებში, მინი ფეხბურთში გორის მუნიციპალიტეტის პირველობა ჩატარდა
საქართველოს სასკოლო სპორტული ოლიმპიადის ფარგლებში, მინი ფეხბურთში გორის მუნიციპალიტეტის პირველობა ჩატარდა.

სპორტული აქტივობა ვაჟთა გუნდებს შორის გაიმართა.

რაც შეეხება გამარჯვებულებს, პირველ ადგილზე გორის №10 საჯარო სკოლის გუნდი გავიდა. მეორე საპრიზო ადგილი №9 საჯარო სკოლის გუდმა დაიკავა. №5 საჯარო სკოლის გუნდმა კი ასპარეზობა მესამე ადგილით დაასრულა.

სასკოლო სპორტული ოლიმპიადა საქართველოს ბავშვთა და სასკოლო სპორტის ეროვნული ფედერაციის ინიციატივით იმართება.

აქტივობები სპორტის 8 სახეობაში ტარდება. გორის მუნიციპალიტეტში სპორტული ღონისძიებების ორგანიზატორია სპორტის განვითარებისა და ხელშეწყობის სააგენტო და ფეხბურთის კლუბი „გორი“.
კვირის ამბები