დღეს ქართველი მწერლის და საზოგადო მოღვაწის - იაკობ გოგებაშვილის დაბადების დღეა.
ქართველი პედაგოგი, მეცნიერული პედაგოგიკის ფუძემდებელი საქართველოში, პუბლიცისტი და საბავშვო მწერალი, „დედაენის“ ავტორი 1840 წლის 27 ოქტომბერს, გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ვარიანში დაიბადა.
მწერალს დიდი ღვაწლი მიუძღვის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების დაარსებასა და საქმიანობაში. განსაკუთრებით აღსანიშნავია მის მიერ შექმნილი სასკოლო სახელმძღვანელოები, რომლებმაც დიდი როლი ითამაშეს ახალი ქართული სალიტერატურო ენის განვითარებასა და დამკვიდრებაში.
იაკობ გოგებაშვილი 1912 წელს, 72 წლის ასაკში გარდაიცვალა.
„გორის მაცნეს“ ინფორმაციით, იაკობ გოგებაშვილის ღვაწლის აღსანიშნავად, სახალხო დღესასწაული „იაკობობა“ მწერლის მშობლიურ სოფელ ვარიანში წელსაც აღინიშნება. ტრადიციული დღესასწაული 1971 წელს დაწესდა და „იაკობობა“ წელს 56-ედ აღინიშნება. დაგეგმილი ღონისძიებები გორის მერიის მხარდაჭერით და საგანმანათლებლო რესურცენტრის ჩართულობით 31 ოქტომბერს გაიმართება.