სპორტი
27.10.2026 13:51
საქართველოს სასკოლო სპორტული ოლიმპიადის ფარგლებში, მინი ფეხბურთში შეჯიბრი ჩატარდა

გორის მუნიციპალიტეტის სკოლების მონაწილეობით, მინი ფეხბურთის პირველობა ჩატარდა.

შეჯიბრი საქართველოს სასკოლო სპორტული ოლიმპიადის ფარგლებში გაიმართა და 22 გუნდი ასპარეზობდა. ფინალურ ეტაპზე გორის №2, №5, №6, №9 და №10 სკოლის გუნდები გადავიდნენ.

სასკოლო სპორტული ოლიმპიადა საქართველოს ბავშვთა და სასკოლო სპორტის ეროვნული ფედერაციის ინიციატივით იმართება. შეჯიბრი მუნიციპალურ, რეგიონულ, აღმოსავლეთ და დასავლეთ საქართველოს თამაშების და დასკვნითი თამაშების ეტაპებს მოიცავს.

გორის მუნიციპალიტეტში სპორტული ღონისძიებების ორგანიზატორია სპორტის განვითარებისა და ხელშეწყობის სააგენტო და ფეხბურთის კლუბი „გორი“.

კვირის ამბები