

ვეტერანთა შორის გამართულ ევროპის ჩემპიონატზე გორელმა ძიუდოისტებმა ექვსი საპრიზო ადგილი დაიკავეს.
მოპოვებული მედლებიდან ერთი ოქროს და ხუთი ბრინჯაოს სინჯისაა.
ევროპის ჩემპიონი გიორგი პაპუნაშვილი გახდა. სპორტსმენი 100 კგ. წონით კატეგორიაში ასპარეზობდა და ყველა შეხვედრა წარმატებით ჩაატარა.
რაც შეეხება ბრინჯაოს მედალს, ნიკო ხაბელაშვილის (66 კგ.), ანზორ ხმიადაშვილის (81 კგ.), შოთა ოქროპირიძის (81 კგ.), გიორგი მაზიაშვილის (90 კგ.) და ზვიად ბაზანდარაშვილის (90 კგ.) ანგარიშზეა.
ვეტერანთა ევროპის ჩემპიონატი პორტუგალიის ქალაქ პორტიმაოში ჩატარდა. კონტინენტის პირველობა ქართველმა ძიუდოისტებმა 47 მედლით (18 ოქრო, 10 ვერცხლი, 19 ბრინჯაო) დაასრულეს და გუნდურ ჩათვლაში მეორე ადგილი დაიკავეს.
ჰაერის ტემპერატურა გორში 14-15 გრადუსია მოსალოდნელი, მუნიციპალიტეტის მაღალი ზონის სოფლებში კი - 9 გრადუსი