საზოგადოება
26.10.2026 17:30
„ჩემი პირველი ნერგი“ - გორის მუნიციპალიტეტის მასშტაბით, 1203-მა პირველკლასელებმა ნერგი დარგო

პროგრამა - „ჩემი პირველი ნერგი“-ის ფარგლებში, გორის მუნიციპალიტეტის მასშტაბით, პირველკლასელებმა დღეს ნერგები დარგეს.

მუნიციპალიტეტის მასშტაბით, გამწვანების აქციაში 1203 პირველკლასელი მონაწილეობდა და პატარებმა ნერგები სკოლის ეზოებსა და მათთვის გამოყოფილ რეკრეაციულ სივრცეებში დარგეს.

აქციას გორის მუნიციპალიტეტის მერი კონსტანტინე ბუზალაძე და მერის მოადგილეები, ასევე საკრებულოს თავმჯდომარე მარლენ ნადირაძე და რესურსცენტრის უფროსი გია ბერძნიშვილი ესწრებოდნენ.

პროგრამა, რომელიც წელს პირველად ხორციელდება, მთავრობის გადაწყვეტილებით, ტრადიციულ სახეს მიიღებს.

ერთი საინტერესო დეტალიც - ელექტრონულ პლატფორმაზე - cheminergi. eiec. gov. ge/ka, თითოეულ ბავშვს შესაძლებლობა აქვს, თვალყური ადევნოს საკუთარი ნერგის ზრდასა და განვითარებას.

აღსანიშნავია, რომ საქართველოს მთავრობის მიერ დამტკიცებული სახელმწიფო პროგრამა - „ჩემი პირველი ნერგი“, 9 ნოემბრის ჩათვლით გაგრძელდება და ქვეყნის მასშტაბით, 41 000-ზე მეტი პირველკლასელი ჩაერთვება.

კვირის ამბები