გორელი ძიუდოისტი ნენე საბიაშვილი კადეტთა ევროპის თასის ვერცხლის პრიზიორია.
სპორტსმენი 57 კგ. წონით კატეგორიაში ასპარეზობდა. საბიაშვილმა ისრაელის, უნგრეთის და ფინეთის წარმომადგენლებს სძლია, გადამწყვეტ შეხვედრაში კი სერბ ძიუდოისტთან დამარცხდა.
ნენე საბიაშვილი შოთა ჩოჩიშვილის სახელობის გორის კომპლექსური სპორტული სკოლის წარმომადგენელია (მწვრთნელი ნიკოლოზ მშვიდობაძე).
კადეტთა ევროპის თასი მარიბორში (სლოვენია) ჩატარდა.