საქართველოსა და მსოფლიო ისტორიაში 26 ოქტომბერი არაერთ მნიშვნელოვან პოლიტიკურ, რელიგიურ და კულტურულ მოვლენას უკავშირდება.
2024 წლის 26 ოქტომბერს საქართველოში ჩატარდა ისტორიული მნიშვნელობის საპარლამენტო არჩევნები, რომელიც ქვეყნის საგარეო და საშინაო პოლიტიკური კურსისთვის გარდამტეხ ეტაპად მიიჩნეოდა.
ივერიის ღვთისმშობლის ხატის დღესასწაული - საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია ამ დღეს აღნიშნავს ივერიის ყოვლადწმიდა ღმრთისმშობლის სასწაულთმოქმედი ხატის დღესასწაულს.
1891 წლის 26 ოქტომბერს დაიბადა გალაკტიონ ტაბიძე - გენიალური ქართველი პოეტი, „პოეტების მეფე“.
1863 წლის 26 ოქტომბერს, ჟენევაში გამართულ საერთაშორისო კონფერენციაზე, საფუძველი ჩაეყარა „წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტს“.
740 წლის 26 ოქტომბერს, ძლიერმა მიწისძვრამ დიდი ზიანი მიაყენა ბიზანტიის იმპერიის დედაქალაქს კონსტანტინოპოლს, დაინგრა ქალაქის თავდაცვითი გალავნის და ნაგებობების დიდი ნაწილი.
1640 წლის 26 ოქტომბერს მიიღეს რიპონის ზავი - ხელი მოეწერა სამშვიდობო ხელშეკრულებას ინგლისის მეფე ჩარლზ I-სა და შოტლანდიელებს შორის.
1861 წლის 26 ოქტომბერს გაიგზავნა პირველი ტრანსკონტინენტური დეპეშა - აშშ-ში დასრულდა პირველი ტრანსკონტინენტური ტელეგრაფის ხაზის მშენებლობა, რამაც დაასრულა „პონი ექსპრესის“ (საფოსტო ცხენების) ეპოქა.