იორდანიის ეროვნულმა ავიაკომპანია Royal Jordanian-მა საქართველოს საავიაციო ბაზარზე ოპერირება დაიწყო, - აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას საქართველოს აეროპორტების გაერთიანება ავრცელებს.
მათივე ცნობით, 22 ოქტომბერს ავიაკომპანიამ A320 ტიპის ხომალდით ამანიდან თბილისის მიმართულებით პირველი რეგულარული ავიარეისი შეასრულა.
„საქართველოს აეროპორტების გაერთიანება Royal Jordanian Airlines-თან მოლაპარაკებებს 2024 წლიდან აწარმოებდა, შედეგად, ავიაკომპანიამ საქართველოს მიმართულებით რეგულარული ფრენები დაიწყო. თბილისი-ამანის მიმართულებით ავიაკომპანია პირველ ეტაპზე რეისებს კვირაში ერთხელ, ხუთშაბათობით შეასრულებს“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.