ქალაქის იერსახის გაუმჯობესების მიზნით, გორში მწვანე საფარის მოწესრიგების სამუშაოები მიმდინარეობს.
კეთილმოწყობის სააგენტოს ინფორმაციით, სეზონური სამუშაოების ფარგლებში, ბალახის თიბვა, მცენარეების სხვლა-ფორმირება, ხმელი და ნახევრად ხმელი ხეების ჭრა-გადაბელვა, ჩამოცვენილი ფოთლების გატანა და ტერიტორიების დასუფთავება მიმდინარეობს. გარდა ამისა, სკვერებსა და გამწვანებულ სივრცეებში ნერგების დარგვა იწყება.
„სხვადასხვა სეზონური სამუშაოს პარალელურად, ქალაქის მასშტაბით გზისპირა გამწვანების ზოლები, მიწისქვეშა გადასასვლელები და სანიაღვრე არხები იწმინდება“, - აცხადებენ სააგენტოში.