23 ოქტომბერი ახალი ეტაპის დაწყების და ცვლილებებისთვის მზადების დღეა. ასტროლოგიური ტენდენციების მიხედვით, ამ დღეს ბევრს გაუჩნდება სურვილი, გადახედოს ძველ ჩვევებს, დაარღვიოს ჩვეული ჩარჩოები და მეტი დრო დაუთმოს იმას, რაც ნამდვილად მნიშვნელოვანია.
ასტროლოგიური ტენდენციების მიხედვით, ეს დღე განსაკუთრებით წარმატებული და იღბლიანი იქნება ვერძის, მშვილდოსნის და კირჩხიბის ნიშნებისთვის.
ვერძი
დილით მთვარე თქვენს ნიშანშია - გამოიყენეთ ეს მძლავრი ენერგია დაგროვილი საქმეების სწრაფად მოსაგვარებლად და დასასრულებლად. სამსახურში მოსალოდნელია საინტერესო წინადადებები. პირად ურთიერთობებში მოერიდეთ იმპულსურ გადაწყვეტილებებს, საღამოს კი ყურადღება ფინანსურ საკითხებზე გადაიტანეთ.
კურო
დღის პირველი ნახევარი მშვიდი მომზადების და ფიქრისთვისაა განკუთვნილი. ეს არის პროდუქტიული პერიოდი პრაქტიკული საკითხების მოსაგვარებლად. ფინანსურ სფეროში გამოიჩინეთ წინდახედულობა. დილიდანვე შეეცადეთ, პოზიტიური განწყობა შეიქმნათ, დღე კარგია მეგობრულ და ოჯახურ კავშირებზე ზრუნვისთვის.
ტყუპები
აქტიური კომუნიკაციის და ახალი ინფორმაციის მიღების დღეა. ვარსკვლავები გირჩევენ, არ წამოიწყოთ ახალი საქმეები, არამედ დაასრულოთ დაწყებული და ენერგია საღამოს ოჯახური იდილიისთვის შემოინახოთ. ნუ ინერვიულებთ წვრილმანებზე.
კირჩხიბი
კარიერულ წინსვლასა და მიზნებზე ფოკუსირების დროა. შესაძლოა, ხელმძღვანელობის მხრიდან თქვენი შრომა შეამჩნიონ და დააფასონ. პირად ცხოვრებაში გულწრფელობა დაგეხმარებათ გაუგებრობების თავიდან აცილებაში.
ლომი
დღე ხელსაყრელია თვალსაწიერის გაფართოებისთვის, სწავლის ან სამომავლო გეგმების დასახვისთვის. საინტერესო იდეები, რომლებიც დღეს დაგებადებათ, მალე რეალურ შედეგებს მოგიტანთ. სასიყვარულო სფეროში, შესაძლოა, წარსულიდან შეხსენებამ იჩინოს თავი.
ქალწული
ინტუიცია საგრძნობლად გიძლიერდებათ. კარგი პერიოდია ფინანსური ვალდებულებების ანალიზის და პარტნიორული შეთანხმებების გადახედვისთვის. ნუ აჩქარდებით გადაწყვეტილებების მიღებისას, დაეყრდენით ლოგიკას.
სასწორი
ყურადღების ცენტრში პარტნიორული და პირადი ურთიერთობები ექცევა. დღეს თქვენგან აუცილებლად მოითხოვება ბალანსის შენარჩუნება. მოერიდეთ ახალ საქმეებზე ხელის მოკიდებას, ეს პროცესი ხვალისთვის გადადეთ და თავი აარიდეთ გადატვირთულ მუშაობას.
მორიელი
ყოველდღიური რუტინის და ჯანმრთელობის საკითხების მოწესრიგების დროა. ყურადღება მიაქციეთ კვების რაციონს და ნუ გადაიტვირთებით სამუშაოთი. ორგანიზებულობა დაგეხმარებათ წვრილმანი პრობლემების მარტივად დაძლევაში.
მშვილდოსანი
შემოქმედებითი აღმავლობის, ფლირტის და პოზიტიური ემოციების დღეა. თუ გაქვთ ჰობი, დაუთმეთ მას მეტი დრო. სასიყვარულო ურთიერთობებში მოულოდნელმა და სასიამოვნო შეხვედრამ შესაძლოა, თქვენი დღე სრულიად შეცვალოს.
თხის რქა
ყურადღება გადადის სახლზე, ოჯახურ გარემოსა და პირად უსაფრთხოებაზე. კარგი დროა საცხოვრებელში მყუდროების შესაქმნელად ან ახლობლებთან გულახდილი საუბრებისთვის. მოერიდეთ ფინანსურ რისკებს.
მერწყული
საინტერესო შეხვედრების, მგზავრობის და ახალი ინფორმაციის გაცვლის პერიოდია. თქვენი იდეები გარშემომყოფებში დიდ ინტერესს გამოიწვევს. პირად ცხოვრებაში ნუ გამოიტანთ ნაჩქარევ დასკვნებს.
თევზები
მატერიალური სტაბილურობის და საკუთარი რესურსების შეფასების დღეა. ფინანსურ საკითხებში გამოიჩინეთ წინდახედულობა, მოერიდეთ სპონტანურ საყიდლებს. საღამო სიმშვიდეში გაატარეთ, რათა აღიდგინოთ ენერგია.