საზოგადოება
22.10.2026 15:40
გორის №7 საჯარო სკოლაში ვაკანსიაა
სსიპ - ზაზა ბირთველიშვილის სახელობის ქალაქ გორის №7 საჯარო სკოლაში ფსიქოლოგის ვაკანსიაა.

დამსაქმებლის მოთხოვნით, კანდიდატი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ კრიტერიუმებს: ჰქონდეს უმაღლესი განათლება ფსიქოლოგიაში და ბავშვის კოგნიტური, ემოციური, ფუნქციური და კომუნიკაციური უნარების შეფასების გამოცდილება.

სასურველია სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე ბავშვებთან/მოსწავლეებთან მუშაობის მინიმუმ ერთწლიანი გამოცდილება.

ვაკანტური პოზიცია კვირაში 10-საათიან სამუშაო გრაფიკს გულისხმობს.

მსურველმა განაცხადი ელექტრონულად www. pedagogi. ge (teacherjobs. ge)-ზე 30 ოქტომბრის ჩათვლით უნდა გაგზავნოს.
კვირის ამბები