რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი გორის მუნიციპალიტეტის ოთხ სოფელში - სვენეთში, მერეთში, სათემოსა და ზეღდულეთში საბავშვო ბაღების მშენებლობას იწყებს.
ფონდის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, შესაბამისი ხელშეკრულება ტენდერში გამარჯვებულ კომპანიასთან უკვე გაფორმდა.
პროექტის ფარგლებში, ახალი საბავშვო ბაღები თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად აშენდება. მოეწყობა სკოლამდელი აღსაზრდელებისთვის საჭირო ინფრასტრუქტურა, მათ შორის ბავშვების სათამაშო, მოსასვენებელი ოთახები, სამზარეულო და გარე სივრცე.
„სოფელ ზეღდულეთის საბავშვო ბაღი 75 ბავშვზე იქნება გათვლილი. სვენეთის, მერეთის და სათემოს სკოლამდელი აღზრდის დაწესებულება კი 50-50 აღსაზრდელს მოემსახურება.
პროექტების განხორციელების შედეგად, გორის მუნიციპალიტეტის სოფლებში გაიზრდება სკოლამდელ განათლებაზე ხელმისაწვდომობა და ბავშვებისთვის თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი, უსაფრთხო და კომფორტული გარემოს შეიქმნება“, - აცხადებენ მუნიციპალური განვითარების ფონდში.