გორსა და სოფელ მეჯვრისხევში საფეხბურთო ტექნიკური ცენტრების და ხელოვნურსაფარიანი სტადიონების მშენებლობა მიმდინარეობს
გორსა და გორის მუნიციპალიტეტის სოფელ მეჯვრისხევში საფეხბურთო ტექნიკური ცენტრების და ხელოვნურსაფარიანი სტადიონების მშენებლობა აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს.
რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელი დირექტორი გიორგი შონია, შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულთან სიმონ სიმონ გულედანთან და გორის მუნიციპალიტეტის მერთან კონსტანტინე ბუზალაძესთან ერთად, გორსა და მეჯვრისხევში საფეხბურთო ტექნიკური ცენტრების მშენებლობის პროცესს ადგილზე გაეცნო.
რაც შეეხება სამუშაოებს, პროექტების ფარგლებში, ქალაქ გორსა და სოფელ მეჯვრისხევში მოეწყობა ხელოვნურსაფარიანი საფეხბურთო მოედნები, 300 მაყურებელზე გათვლილი ტრიბუნები, გასახდელები, სველი წერტილები და სამეურნეო სათავსოები. გარდა ამისა, სტადიონები აღიჭურვება განათების თანამედროვე სისტემებით, რაც მოედნის გამოყენებას დღის ნებისმიერ მონაკვეთში უზრუნველყოფს.
ცნობისთვის, მუნიციპალური განვითარების ფონდი, ქვეყნის მასშტაბით, 50-ზე მეტ ტექნიკურ ცენტრს და ხელოვნურსაფარიან სტადიონს აშენებს.