2026 წლის 22 ოქტომბრის ზოგადი ასტროლოგიური ტენდენცია გამოირჩევა მაღალი დინამიკურობით, ემოციური ინტენსივობით და პრაქტიკული საკითხების გადაჭრის აუცილებლობით.
22 ოქტომბერი ყველაზე პოზიტიური და იღბლიანი დღე იქნება ცეცხლის სტიქიის ნიშნებისთვის, განსაკუთრებით კი ვერძისა და მშვილდოსნისთვის.
ვერძი
მთვარე თქვენს ნიშანშია და საოცარი ენერგიით და ქარიზმით გაჯილდოებთ. შესანიშნავი დღეა პირადი ინიციატივებისთვის. პირადში - მოერიდეთ მოუთმენლობას და უკომპრომისობას, რათა საყვარელ ადამიანთან კამათი თავიდან აიცილოთ. მნიშვნელოვანი ფინანსური გადაწყვეტილებები მომდევნო კვირამდე გადადეთ.
კურო
დღე შინაგან სიმშვიდეს, ძველი საქმეების დასრულებას და დასვენებას დაუთმეთ. სამსახურში მოსალოდნელია მცირე გაუგებრობა კოლეგებთან. კარგი დღეა საყიდლებისთვის და ახალი საქმის წამოწყებისთვის. სიყვარულში ექსპერიმენტები გაამართლებს, მაგრამ პარტნიორს ეჭვიანობის საბაბს ნუ მისცემთ. განსაკუთრებული ყურადღება მიაქციეთ კვებას.
ტყუპები
შესანიშნავი დღეა გუნდური მუშაობისთვის, თქვენი თამამი იდეები მხარდაჭერას მიიღებს. ეცადეთ, წარსულის შეცდომები არ გაიმეოროთ. ფინანსებში მოსალოდნელია მკვეთრი ცვლილებები, ამიტომ, ფული ეკონომიურად ხარჯეთ. მოერიდეთ დაპირისპირებებს, რადგან ზედმეტმა სტრესმა და გადაღლამ შეიძლება ჯანმრთელობაზე უარყოფითად იმოქმედოს.
კირჩხიბი
პროფესიული სფერო წინა პლანზე გადმოდის, გამოიჩინეთ ლიდერული თვისებები. ეს დღე სავსეა საინტერესო ნაცნობობით და შემოქმედებითი შეხვედრებით. ფინანსებში გამოცდილი ადამიანების რჩევები დაგეხმარებათ. ოჯახის წევრებთან საყვედურების გამოთქმისას სიფრთხილე გამოიჩინეთ და დღის მეორე ნახევარში იმუნიტეტის გაძლიერებაზე იზრუნეთ.
ლომი
შთაგონების ძლიერი ტალღა გელით – შესანიშნავი დღეა სწავლისთვის, მოგზაურობის და აღმოჩენებისთვის. შემოქმედებითი პროფესიის წარმომადგენლებს წარმატება ელით. დღე იდეალურია ფინანსური პრობლემების მოსაგვარებლად. პირად ცხოვრებაში ახლადგაცნობილი ადამიანების პირფერობას ნუ ენდობით. დაიცავით ბალანსი შრომას და დასვენებას შორის.
ქალწული
ყურადღება მიაქციე ფინანსებს, ინვესტიციებს და საერთო რესურსებს. წინ დაძაბული და დატვირთული სამუშაო დღე გელით, რომელიც დიდ ძალისხმევას მოითხოვს. ფინანსურ სფეროში ხარჯები მინიმუმამდე შეამცირეთ. პირად ურთიერთობებში მოსალოდნელია მსუბუქი ფლირტი, თუმცა ეჭვიანობამ ხელახლა არ იჩინოს თავი. ნაშუადღევს დაგროვილი სტრესი შესაძლოა უმიზეზო მხიარულებაში გადაიზარდოს.
სასწორი
პარტნიორული სფერო განსაკუთრებული მფარველობის ქვეშაა – კარგი დროა გულწრფელი საუბრის და შეთანხმებებისთვის. სამსახურში ძალიან ნუ გადაიღლებით, რადგან დღეს გაწეული ძალისხმევა შეიძლება ამაო აღმოჩნდეს. საინტერესო ადამიანის გაცნობის შანსი დიდია. მოერიდეთ ემოციურ გადატვირთვასა და სკანდალებს.
მორიელი
დღე ყოველდღიური საქმეების მოგვარებას, ორგანიზებულობას და ჯანმრთელობაზე ზრუნვას მოითხოვს. პირად ცხოვრებაში გამოიჩინეთ მეტი აქტიურობა, რათა საყვარელი ადამიანის გული მოიგოთ. მოსალოდნელია ფინანსური იღბალი, თუმცა, რისკზე ნუ წახვალთ და ფულს ნუ გაფლანგავთ. ჯანმრთელობის უმცირეს სიმპტომებსაც კი ყურადღება მიაქციეთ.
მშვილდოსანი
ცეცხლოვანი ენერგია შემოქმედებით აღმაფრენას, რომანტიკას და შესანიშნავ განწყობას გპირდებათ. შანსი გეძლევათ იმ ადამიანის ყურადღება მიიპყროთ, ვინც დიდი ხანია მოგწონთ. სამსახურში წვრილმანმა საქმეებმა შეიძლება დიდი ენერგია წაიღოს. მოერიდეთ ხელშეკრულებების გაფორმებას ან კრედიტის აღებას. კარგი დღეა დიეტის დასაწყებად.
თხის რქა
ყურადღება სახლს, ოჯახს და სიმყუდროვის შექმნას დაუთმეთ. მნიშვნელოვან ცვლილებებს ნუ ელოდებით, საქმეებში გამოიჩინეთ თანმიმდევრულობა და გადაწყვეტილებებს ხშირად ნუ შეცვლით. ურანისა და მერკურის პოზიცია ახალი იდეების განხორციელებაში დაგეხმარებათ. დილით შესაძლოა თავის ტკივილმა შეგაწუხოთ.
მერწყული
დღე სავსე იქნება აქტიური ურთიერთობებით, მგზავრობით და საინტერესო ნაცნობობით. სამსახურში შანსი გაქვთ, დაწყებული პროექტი ბოლომდე მიიყვანოთ და ჯილდო მიიღოთ. პირად ცხოვრებაში გამოიჩინეთ ინიციატივა, თუმცა, დაოჯახებულმა მერწყულებმა მეორე ნახევართან კამათს თავი უნდა აარიდონ. მოსალოდნელია მაგნიტური ქარიშხლის ზემოქმედება, ამიტომ კარგად გამოიძინეთ.
თევზები
ხელსაყრელი დროა ბიუჯეტის დაგეგმვის და საჭირო ნივთების შესაძენად. კარიერული და ფინანსური ზრდის ბრწყინვალე პერიოდი გეწყებათ. პირად ცხოვრებაში გამოცოცხლება გელით, კარგი დროა ძველ მეგობრებთან შესახვედრად. სამსახურში კოლეგების პროვოკაციებს ნუ აჰყვებით. დილა ვარჯიშით დაიწყეთ.