21 ოქტომბერი ისტორიაში არაერთი უმნიშვნელოვანესი პოლიტიკური, სამხედრო თუ კულტურული მოვლენით არის გამორჩეული.
ძვ. წ. 2137 წელი - ჩინეთში დაფიქსირდა მზის დაბნელების პირველი წერილობითი აღწერა კაცობრიობის ისტორიაში.
1520 წელი - პორტუგალიელმა ზღვაოსანმა ფერნანდო მაგელანმა აღმოაჩინა ატლანტისა და წყნარი ოკეანეების დამაკავშირებელი სრუტე, რომელსაც მოგვიანებით მისი სახელი - მაგელანის სრუტე ეწოდა.
1805 წელი - მოხდა ისტორიულიტრაფალგარის ბრძოლა, სადაც ბრიტანეთის ფლოტმა, ადმირალ ჰორაციო ნელსონის მეთაურობით, გაანადგურა საფრანგეთისა და ესპანეთის გაერთიანებული ძალები. ამ გამარჯვებამ საუკუნეზე მეტი ხნით განაპირობა ბრიტანეთის საზღვაო დომინირება მსოფლიოში.
1945 წელი - საფრანგეთში ქალებმა ისტორიაში პირველად მიიღეს არჩევნებში ხმის მიცემის უფლება.
1959 წელი - ნიუ-იორკში გაიხსნა მსოფლიოში ცნობილი, არქიტექტორ ფრენკ ლოიდ რაიტის მიერ დაპროექტებული სოლომონ გუგენჰაიმის მუზეუმი.
2012 წელი - ქუთაისში პირველად შეიკრიბა საქართველოს მერვე მოწვევის პარლამენტი.
1833 - ალფრედ ნობელი, შვედი ქიმიკოსი, საინჟინრო საქმის ოსტატი და დინამიტის გამომგონებელი, რომლის ანდერძის საფუძველზეც დაარსდა „ნობელის პრემია“.
1904 წლის 21 ოქტომბერს დაიბადა გიორგი წერეთელი - დიდი ქართველი ენათმეცნიერი, აღმოსავლეთმცოდნე და აკადემიკოსი.
1949 წლის 21 ოქტომბერს დაიბადა ბენიამინ ნეთანიაჰუ - ისრაელის პრემიერ-მინისტრი.
1845 წლის 21 ოქტომბერს გარდაიცვალა ნიკოლოზ ბარათაშვილი - გენიალური ქართველი პოეტი-რომანტიკოსი (გარდაიცვალა თბილისისგან შორს, განჯაში, 27 წლის ასაკში).