სრულად მხედველობადაქვეითებული 13 079 და სრულად სმენადაქვეითებული 7 758 მოქალაქეა რეგისტრირებული - სტატისტიკის ეროვნული სამსახური
საქართველოს სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა ქვეყნის მასშტაბით ჩატარებული აღწერის საბოლოო შედეგები გამოაქვეყნა.
შედეგები მოიცავს სხვადასხვა მიმართულებით, მათ შორის - ჯანმრთელობის მდგომარეობის სტატისტიკასაც.
აღწერის შედეგების მიხედვით, საქართველოს მოსახლეობის საერთო რაოდენობიდან (3.941 მილიონი ადამიანი) მხედველობის დარღვევა საერთოდ არ აქვს - 3 083 828 ადამიანს, მხედველობის ნაწილობრივ დარღვევა აქვს - 574 091 ადამიანს, მნიშვნელოვანი დარღვევა აქვს - 84 040 მოქალაქეს და სრული დარღვევა აქვს - 13 079 პირს.
სტატისტიკური მონაცემების მიხედვით, საქართველოში კარგი სმენა აქვს - 3 452 216 ადამიანს, ნაწილობრივ აქვს პრობლემა - 254 586 პირს, მნიშვნელოვნად სმენადაქვეითებულია - 40 478 მოქალაქე და სრულად სმენადაქვეითებულია 7 758 ადამიანი.
რაც შეეხება შიდა ქართლს, რეგიონში რეგისტრირებულია სრულად მხედველობადაქვეითებული 772 მოქალაქე, აქედან: გორის მუნიციპალიტეტში - 376; კასპის მუნიციპალიტეტში - 161; ქარელის მუნიციპალიტეტში - 93; ხაშურის მუნიციპალიტეტში - 142.
რაც შეეხება რეგიონში სმენადაქვეითებულ პირთა რიცხოვნობას, შიდა ქართლში რეგისტრირებულია სრულად სმენადაქვეითებული 493 მოქალაქე, აქედან: გორის მუნიციპალიტეტში - 275; კასპის მუნიციპალიტეტში - 79; ქარელის მუნიციპალიტეტში - 53; ხაშურის მუნიციპალიტეტში - 86.
ინფორმაციისთვის, აღწერის შედეგები არ მოიცავს საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებს.