19.10.2026 18:28
გორში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ქვეითი დაშავდა
გორში, კომბინატის დასახლების ტერიტორიაზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ერთი ადამიანი დაშავდა.
მშვიდობის ქუჩაზე ავტომობილი ქვეითს დაეჯახა. შეჯახების შედეგად შუახნის ასაკი ქალმა სხეულის დაზიანება მიიღო. სასწრაფო დახმარების ჯგუფმა დაშავებული გორის რეფერალურ ჰოსპიტალში (ყოფილი გორმედი) გადაიყვანა.
როგორც კლინიკაში აცხადებენ, პაციენტს გაეწია შესაბამისი სამედიცინო დახმარება, უტარდება ყველა საჭირო კვლევა და მისი მდგომარეობა სტაბილურია.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარ ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია.
როგორც თვითმხილველებმა ,,გორის მაცნეს" განუცხადეს, ავტომობილს ახალგაზრდა ქალი მართავდა.