
გორის მუნიციპალიტეტის სოფელ შინდისში მცხოვრებ 32 წლის დავით მაზმიშვილს ჯანმრთელობის რთული მდგომარეობა აქვს, რის გამოც მას სასწრაფოდ ესაჭიროება ოპერაციული მკურნალობა.
მდგომარეობის სირთულიდან გამომდინარე, აღნიშნული ოპერაციები ქვეყნის ფარგლებს გარეთ, თურქეთის რესპუბლიკაში უნდა ჩატარდეს, რისთვისაც საკმაოდ სოლიდური ფინანსური სახსრებია საჭირო.
საქველმოქმედო ორგანიზაცია „მძიმე ჯვარის“ ორგანიზებით, 23 ოქტომბერს, გორში, კულტურისა და ახალგზრდობის ცენტრში (კომბინატის კულტურის სახლი), საქველმოქმედო ღონისძიება ჩატარდება.
„სოფელ შინდისში მცხოვრებ 32 წლის დავით მაზმიშვილს საზოგადოების დახმარება სჭირდება, მას სამი ურთულესი ოპერაცია ესაჭიროება, რომელიც საქართველოში არ (ვერ) კეთდება და მას აღნიშნული ოპერაციული მკურნალობა ჩაუტარდება თურქეთის ერთ-ერთ კლინიკაში, თუმცა, ამ ოპერაციების სრული ღირებულება შეადგენს 205 000 ლარს, აქედან 100 000 ხალხის დახმარებით უკვე შეგროვდა. სრული თანხის შესაგროვებლად დრო ძალიან ცოტა გვაქვს, ამიტომ, ამისათვის საქველმოქმედო ორგანიზაცია „მძიმე ჯვარმა“ დააანონსა ღონისძიება სწორედ დავითის სახელზე, რომელიც გაიმართება 23 ოქტომბერს 17:00 საათზე კომბინატის კულტურის სახლში, ბილეთის ღირებულება მხოლოდ 10 ლარია. ბილეთების შეძენა შეგიძლიათ გელდიაშვილის ქუჩაზე მდებარე სალონ „nail beauty” ( ნეილ ბიუთიში ) ან დარეკეთ მითითებულ ნომერზე 551510071. ასევე, დახმარების სურვილის შემთხვევაში, თანხა შეგიძლიათ ჩარიცხოთ ანგარიშის ნომრებზე:
#GE06BG0000000609964541
(საქ.ბანკი)
#GE77TB7688445064300124
(TBS)
#GE37CD0360000057566485
(კრედო)
#პნ 59001070287 ლ.მ
ნებისმიერი გზავნილი:
ანგარიშის მიმღები: LEVAN MAZMISHVILI “, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.