პროფესიულ პროგრამებზე სწავლის გაგრძელების მსურველებისთვის ხვალ საცდელი ტესტირება ჩატარდება
პროფესიულ პროგრამებზე სწავლის გაგრძელების მსურველებისთვის ხვალ, 20 ოქტომბერს, საცდელი ტესტირება ჩატარდება.
საცდელი ტესტირება შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ორგანიზებით გაიმართება და მონაწილეობის მიღება 24 და 25 ოქტომბერს დაგეგმილი პროფესიული ტესტირებისთვის რეგისტრირებულ პირებს შეეძლებათ.
„პრეტესტის გავლა შესაძლებელია ონლაინ, 20 ოქტომბრის 11:00 სთ-დან 18:00 საათამდე, შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ოფიციალურ ფეისბუქგვერდზე გამოქვეყნებული ბმულის გამოყენებით.
გაითვალისწინეთ, რომ ავტორიზაცია ხდება პირადი თერთმეტნიშნა ნომრითა და პაროლით: test. პრეტესტში მონაწილეობა ნებაყოფლობითია და არ ითვალისწინებს შეფასებას“, აღნიშნავენ გამოცდების ეროვნულ ცენტრში.