საზოგადოება
19.10.2026 10:47
სეზონური გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია ქვეყნის მასშტაბით 21 ოქტომბრიდან დაიწყება
ქვეყნის მასშტაბით, სეზონური გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია 21 ოქტომბრიდან დაიწყება და აცრა ყველა მოქალაქისთვის სრულად ფინანსდება სახელმწიფოს მიერ, - აღნიშნულ ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ინფორმაციით, იმუნიზაციის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, საქართველომ, 200 000 დოზა ფრანგული წარმოების, სამკომპონენტიანი, (SANOFI WINTHROP INDUSTRIE-ის Vaxigrip) სეზონური გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინა შეიძინა, რომელიც ერთ-ერთია ჯანმოს მიერ რეკომენდებულ ვაქცინებს შორის.

„ვაქცინა მორგებულია იმ შტამებზე, რომელთა ცირკულაცია მოსალოდნელია გრიპის სეზონზე. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ვაქცინაცია მაღალი რისკის ჯგუფებისთვის - ქრონიკული დაავადების მქონე პირებისთვის, ონკო-პაციენტებისთვის, ორსულებისთვის, 60 წლის და უფროსი ასაკის პირებისთვის, სამედიცინო პერსონალისთვის, თავშესაფრების და პანსიონატების ბენეფიციარების და თანამშრომლებისთვის.

აცრა შესაძლებელია ვაქცინაციის სერვისის მიმწოდებელ სამედიცინო დაწესებულებებსა და პოლიკლინიკებში 6 თვის ასაკიდან და ბენეფიციარებისთვის სრულად უფასოა“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.
კვირის ამბები