13 ოქტომბრის მთავარი ასტროლოგიური მახასიათებელია ე.წ. „უკურსო მთვარე“, რომელიც მოქმედებას იწყებს დღის 12:00 საათის შემდეგ. ამ პერიოდში კოსმიური ენერგიების ნაკადი სუსტდება, რაც ზრდის შეცდომების დაშვების რისკს. ასტროლოგები გვირჩევენ, მოვთოკოთ ემოციები, არ წამოვიწყოთ ახალი მნიშვნელოვანი საქმეები და თავი ავარიდოთ რისკიან გადაწყვეტილებებს.
ვერძი
თქვენი სასიცოცხლო ენერგია და შარმი პიკს აღწევს. დილა გამოიყენეთ მნიშვნელოვანი საქმეების კონცენტრაციისთვის, საღამოს კი ოპტიმიზმი და შთაგონება მოგიმატებთ.
კურო
დღის პირველი ნახევარი ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად და გასაანალიზებლად არის ხელსაყრელი. შესაძლოა, გამოჩნდეს დამატებითი შემოსავლის წყარო.
ტყუპები
შესაძლოა, მიიღოთ საინტერესო შემოთავაზება ან მოწვევა უცხოეთიდან. სამსახურებრივ საქმეებში განსაკუთრებული ყურადღება მიაქციეთ საბუთების წარმოებას.
კირჩხიბი
წინსვლის და სიახლეების კარგი პერიოდია, თუმცა, დღე მოითხოვს მოთმინებას და თავშეკავებას. ნუ იჩქარებთ დასკვნების გამოტანას და ენდეთ ინტუიციას.
ლომი
იღბალი თქვენს მხარესაა, ამიტომ, თითქმის ყველაფერი, რასაც დღეს დაგეგმავთ, კარგ შედეგს გამოიღებს.
ქალწული
კარგი დროა მიმდინარე საქმეების სტაბილიზაციისთვის. მოერიდეთ გადაღლას და ემოციურ გადატვირთვას.
სასწორი
აქტიური და დინამიკური დღეა. ახალი იდეები და გულწრფელი საუბრები დაგეხმარებათ ურთიერთობებში არსებული დაძაბულობის განმუხტვაში.
მორიელი
ყურადღება მიაქციეთ შინაგან სიმშვიდეს. ნუ გარისკავთ ფინანსური კუთხით, რადგან დაშვებული შეცდომების გამოსწორება მოგვიანებით გაგირთულდებათ.
მშვილდოსანი
პოზიტიური დღეა სოციალური აქტივობის და კავშირების გასამყარებლად. თუ ვინმე დახმარებას გთხოვთ, უარი არ უთხრათ.
თხის რქა
პროფესიულ ასპარეზზე მობილიზება დაგჭირდებათ. სწორი დაგეგმარება დაგეხმარებათ, რომ ხელსაყრელი შანსი ხელიდან არ გაუშვათ.
მერწყული
დღე ძალიან პოზიტიური და წარმატებულია თქვენთვის. კარგი დროა სამომავლო გეგმებზე კონკრეტული ნაბიჯების გადასადგმელად.
თევზები
შემოქმედებითი და ინტუიციური დღეა. მოუსმინეთ საკუთარ თავს და დრო მშვიდ გარემოში გაატარეთ.