საზოგადოება
13.11.2026 12:04
ამ წუთებში, გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომა მიმდინარეობს

ამ წუთებში, გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მორიგი სხდომა მიმდინარეობს, სადაც საკრებულოს წევრები 29 საკითხს განიხილავენ.

ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხია გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის 2025 წლის 1 ნოემბრიდან 2026 წლის 1 ნოემბრამდე  გაწეული საქმიანობის  შესახებ ანგარიში.

საკრებულოს სხდომას ესწრება გორის მუნიციპალიტეტის მერი კონსტანტინე ბუზალაძე და ადგილობრივი სახელისუფლებო უწყებების სხვა წარმომადგენლები.

მარლენ ნადირაძემ საკრებულოს წევრებს და დამსწრე საზოგადოებას გასული ერთი წლის განმავლობაში საკრებულოს მიერ გაწეულ საქმიანობაზე დეტალური ინფორმაცია მიაწოდა, ყურადღება გაამახვილა პრიორიტეტებსა და შედეგებზეც.

დღესვე, გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომაზე, სხვა საკითხებთან ერთად განიხილავენ გორის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში პარკირების ადგილების დამტკიცების თაობაზე დადგენილების პროექტს,

გორის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების საპრივატიზაციო ობიექტების ნუსხის დამტკიცების შესახებ განკარგულების პროექტს, იმსჯელებენ ასევე გორის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ავტობუსების გაჩერების ადგილების განსაზღვრისა და ავტობუსების გაჩერების ადგილებზე საგზაო ნიშნებისა და საგზაო ჰორიზონტალური მონიშვნების განთავსების თაობაზე, განიხილავენ გეოგრაფიული ობიექტის სახელდების შესახებ  განკარგულების პროექტს, გორში, რამდენიმე ქუჩაზე, ხელოვნური უსწორმასწორობების განთავსების საკითხს და მოისმენენ რამდენიმე სამსახურის ანგარიშს გაწეულ საქმიანობაზე.

კვირის ამბები