სპორტი
11.09.2026 10:33
„შავი ზღვის თასი“ - პლაჟის ხელბურთში გამართულ ტურნირზე ხელბურთელ გოგონათა გორის გუნდმა მეორე ადგილი დაიკავა
შოთა ჩოჩიშვილის სახელობის გორის კომპლექსური სპორტული სკოლის ხელბურთელ გოგონათა გუნდმა პლაჟის ხელბურთში გამართულ ტურნირზე მეორე ადგილი დაიკავა.

„შავი ზღვის თასის“ გადამწყვეტ შეხვედრაში გორის გუნდი ბათუმის გუნდს დაუპირისპირდა და პენალტების სერიაში დამარცხდა.

ტურნირზე გორელები შემდეგი შემადგენლობით ასპარეზობდნენ: ქეთი ჯალაბაძე, მარიამ კოპაძე, ანა ბურნაძე, ნატალი გაზაშვილი, ანნა ოქროპირიძე, ნინი ტლაშაძე, ლიზი ტლაშაძე, ნატალი ბიწაძე, ნინი ხეჩიკაშვილი, ანასტასია კოპაძე, ირინოლა ელბაქიძე და ნია ყურელი (მწვრთნელები: თორნიკე გაგლოშვილი, გია მამაცაშვილი).

შეჯიბრი „შავი ზღვის თასი“ ბათუმში ჩატარდა. ტურნირში 10 გუნდი მონაწილეობდა.
კვირის ამბები