10-14 სექტემბერს საქართველოში თბილი და უმეტესად უნალექო ამინდი შენარჩუნდება, - ინფორმაციას აღნიშნულის შესახებ გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს.
როგორც სააგენტოში აცხადებენ, საქართველოს დედაქალაქში, უმეტესად, უნალექო ამინდია მოსალოდნელი. თბილისში ჰაერის ტემპერატურა დღისით +27, +29 გრადუსი დაფიქსირდება.
რაც შეეხება გორს, სინოპტიკოსების ცნობით, აღნიშნული დღეების განმავლობაში, გორში უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი, ხოლო ჰაერის ტემპერატურა, დედაქალაქის მსაგავსად, დღისით +27, +29 გრადუსი იქნება.