საზოგადოება
09.09.2026 10:23
ხვიჩა კვარაცხელია „ოქროს ბურთის“ ნომინანტია
საქართველოს ეროვნული ნაკრების და „პარი სენ-ჟერმენის“ ფეხბურთელი ხვიჩა კვარაცხელია 2026 წლის „ოქროს ბურთის“ ნომინანტია.

ნომინანტთა 30-კაციანი სია ფრანგული გამოცემა France Football-ის სარედაქციო გუნდმა, UEFA-მ (ევროპული ფეხბურთის ასოციაციების კავშირი) და სპეციალურად მოწვეული ექსპერტებმა შეადგინეს.

აღსანიშნავია, რომ ხვიჩა კვარაცხელია „ოქროს ბურთის“ 30 საუკეთესოს შორის ორჯერ იყო ნომინირებული - 2023 წელს მე-17 ადგილი ერგო, ხოლო 2025 წელს მე-13 პოზიცია დაიკავა.

2026 წლის „ოქროს ბურთის“ დაჯილდოება 26 ოქტომბერს ლონდონში გაიმართება.
კვირის ამბები