იქნება თუ არა ხვიჩა კვარაცხელია „ოქროს ბურთის“ ნომინანტი? - კანდიდატთა შერჩევა ამ წუთებში მიმდინარეობს
იქნება თუ არა ხვიჩა კვარაცხელია „ოქროს ბურთის“ ნომინანტი- ამ წუთებში 30 საუკეთესო კანდიდატის შერჩევა მიმდინარეობს.
გავლენიანი სპორტული გამოცემების შეფასებით, პარი სენ-ჟერმენის და საქართველოს ნაკრების ფეხბურთელი ხვიჩა კვარაცხელია მიღწეული შედეგებიდან გამომდინარე, მიმდინარე წლის პრესტიჟული ჯილდოს კანდიდატებს შორის მოიაზრება.
„ოქროს ბურთის“ (Ballon d'Or) ნომინანტთა 30-კაციან სიას ფრანგული გამოცემა France Football-ის სარედაქციო გუნდი, UEFA (ევროპული ფეხბურთის ასოციაციების კავშირი) და სპეციალურად მოწვეული ექსპერტები ადგენენ.
მას შემდეგ, რაც ეს გაერთიანებული კომისია შეარჩევს 30 საუკეთესო კანდიდატს, საბოლოო გამარჯვებულის გამოსავლენად ხმის მიცემის პროცესში ერთვებიან სპორტული ჟურნალისტები მთელი მსოფლიოდან (FIFA-ს რეიტინგის ტოპ-100 ქვეყნის წარმომადგენელი).
2026 წლის „ოქროს ბურთის“ დაჯილდოება 26 ოქტომბერს ლონდონში გაიმართება.