საზოგადოება
08.09.2026 13:38
გააგრძელე სწავლა საქართველოში - შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა გამოცდის შედეგები გამოაქვეყნა
უცხო ქვეყნების უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებიდან საქართველოში სწავლის გაგრძელების მსურველი სტუდენტებისთვის ჩატარებული გამოცდის შედეგები ცნობილია.

სტუდენტებს შედეგების ნახვა შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრის ოფიციალურ ფეისბუქგვერდზე გამოქვეყნებულ ბმულზე, სპეციალური კოდის მეშვეობით შეუძლია, რომელიც ტესტირების დღეს მიეწოდა.

შეგახსენებთ, უცხო ქვეყნების უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებიდან საქართველოში სწავლის გაგრძელების მსურველი სტუდენტებისთვის გამოცდა 3 სექტემბერს ჩატარდა.
კვირის ამბები