საზოგადოება
07.09.2026 17:22
სუფთა ჰაერი ლურჯი ცისთვის - 7 სექტემბერი სუფთა ჰაერის საერთაშორისო დღეა
სუფთა ჰაერი ლურჯი ცისთვის - 7 სექტემბერს სუფთა ჰაერის საერთაშორისო დღე აღინიშნება.

თარიღი გაეროს გენერალურმა ასამბლეამ 2019 წელს დააწესა და მსოფლიოში პირველად 2020 წლის 7 სექტემბერს აღნიშნეს.

რაც შეეხება მიზანს, ამ დღის აღნიშვნის მიზანია საზოგადოების ცნობიერების ამაღლება სუფთა ჰაერის მნიშვნელობის შესახებ და ეროვნულ, რეგიონულ თუ საერთაშორისო დონეზე თანამშრომლობის წახალისებას ჰაერის დაბინძურების აღმოსაფხვრელად.

როგორც გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრში აღნიშნავენ, საქართველოში ჰაერის დაბინძურების წინააღმდეგ ბრძოლა საკანონმდებლო რეფორმების, ტრანსპორტის კონტროლის და მონიტორინგის სისტემების გაუმჯობესების გზით მიმდინარეობს. ვინაიდან ქალაქებში დაბინძურების მთავარი წყარო ავტოტრანსპორტია, ძირითადი აქცენტი სწორედ ამ მიმართულებაზე კეთდება.
კვირის ამბები