საზოგადოება
07.09.2026 14:07
სასწავლო წელი საჯარო სკოლებში 15 სექტემბერს დაიწყება, 15 სექტემბრიდან განახლდება საბავშვო ბაღებში სასწავლო-სააღმზრდელო პროცესიც
საქართველოში 2026-2027 სასწავლო წელი საჯარო სკოლებში 15 სექტემბერს დაიწყება. აღნიშნული თარიღი უცვლელი რჩება და შესაბამისი სასწავლო კალენდარიც უკვე განსაზღვრულია.

რაც შეეხება საბავშვო ბაღებს, სასწავლო-სააღმზრდელო პროცესი, ასევე 15 სექტემბრიდან განახლდება.

სასწავლო წლის განმავლობაში მოსწავლეები ისარგებლებენ ზამთრის, საგაზაფხულო და სააღდგომო არდადეგებით, ხოლო კლასების მიხედვით სასწავლო პროცესის დასრულების თარიღები განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ დამტკიცებული აკადემიური კალენდრის შესაბამისად განისაზღვრება. კერძოდ, პირველკლასელებისთვის - 20 მაისი, დამამთავრებელი (XII) კლასის მოსწავლეებისთვის, ასევე 20 მაისი, ყველა სხვა კლასისთვის (II-XI კლასები) კი 15 ივნისი.

რაც შეეხება ოფიციალურ უქმე დღეებს, როდესაც მოსწავლეები არ ისწავლიან, 11 დღეს მოიცავს:
14 ოქტომბერი – სვეტიცხოვლობა;
23 ნოემბერი – გიორგობა;
7 იანვარი – შობა;
19 იანვარი – ნათლისღება;
3 მარტი – დედის დღე;
8 მარტი – ქალთა საერთაშორისო დღე;
9 აპრილი – საქართველოს დამოუკიდებლობის დღე, ეროვნული ერთიანობის და სამშობლოსათვის დაღუპულთა ხსოვნის დღე;
9 მაისი – ფაშიზმზე გამარჯვების დღე;
12 მაისი – ანდრია პირველწოდებულის ხსენების დღე და ყოვლადწმინდა ღვთისმშობლისადმი საქართველოს წილხვდომილობის დღე;
17 მაისი – ოჯახის სიწმინდის დღე;
26 მაისი – საქართველოს დამოუკიდებლობის დღე.
აღსანიშნავია, რომ ზამთრის არდადეგები 2026 წლის 30 დეკემბერს დაიწყება და 2027 წლის 15 იანვრამდე გაგრძელდება. გაზაფხულის არდადეგებზე კი მოსწავლეები 2027 წლის 8 მარტიდან 15 მარტის ჩათვლით დაისვენებენ.
კვირის ამბები