საზოგადოება
04.09.2026 13:42
გორის №2 საჯარო სკოლაში ვაკანსიაა
სსიპ - ქალაქ გორის №2 საჯარო სკოლაში სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე პირის ასისტენტის ორი ვაკანსიაა.

ვაკანტური პოზიცია კვირაში 30-საათიან სამუშაო გრაფიკს გულისხმობს, სავარაუდო ანაზღაურება კი თვეში 250-350 ლარითაა განსაზღვრული.

დამსაქმებლის განცხადებით, კანდიდატი სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე პირის ასისტენტის შტატზე უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მოთხოვნებს: ჰქონდეს მინიმუმ პროფესიული განათლება, ბაკალავრის აკადემიური ხარისხი ან იყოს დამამთავრებელი კურსის სტუდენტი;ჰქონდეს მუშაობის, მოხალისეობის ან სტაჟირების მინიმუმ 6 თვიანი გამოცდილება და ფლობდეს ინფორმაციას შეზღუდული შესაძლებლობის, განვითარების კანონზომიერებების და დარღვევების შესახებ.

მსურველმა განაცხადი ელექტრონულად www.pedagogi.ge (teacherjobs. ge)-ზე, 9 სექტემბრამდე უნდა გაგზავნოს. სამუშაოს დაწყების თარიღად კი 15 სექტემბერია მითითებული.
კვირის ამბები